ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ნატვრის ხე
რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
წელი: 1976
ხანგრძლივობა: 1:41:17
როლებში: ლიკა ქავჟარაძე (მარიტა), იოსებ ჯაჭვლიანი (გედია), ზაზა კოლელიშვილი (შეთე), კოტე დაუშვილი (ციციკორე), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ელიოზი),სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა),რამაზ ჩხიკვაძე (მამაო ოხროხინე), გიორგი გეგეჭკორი (მუმბულა), სესილია თაყაიშვილი (მარადია), გიორგი ხობუა (ბატულა), გივი ბერიკაშვილი (პადღულა), ჯემალ ღაღანიძე (ტაგრია), ჯემალ გაგნიძე, ბორის წიფურია (ქორია), ია ხობუა (გედიას დედა), მზია მახვილაძე, თემინა ტუაევა (ნარგიზა), დათო აბაშიძე (გაულაწუნე), თინათინ ბერბუთაშვილი (შეთეს დედა), შოთა სხირტლაძე, ბერთა ხაფავა, ლეილა ძიგრაშვილი...
მოკლე შინაარსი:
ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითთან. ამ იდეალისტთა, მეოცნებეთა, ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი, რომელთაგანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი. ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელზე ფეხს იდგამენ, იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე, ყველა საკუთარი "ნატვრის თვალს" დაეძებს, სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს.