კრის ბრაუნი სტუმრად იყო დილის გადაცემაში დილა მშვიდობისა ამერიკა (Good Morning America) რობინ რობერტსისთან ერთად, მომღერალმა ისაუბრა თავის ახალ ალბომზე F.A.M.E. მაგარ სანამ ალბომზე დაიწყებდნენ ლაპარაკს, წამყვანმა რამდენიმე კითხვა დაუსვა რიანასთან დაკავშირებით. მან ჰკითხა მოეხსნა თუ არა ბრალდება და ახლა თუ დაიშვებოდა რიანასთან ერთად თუნდაც ერთ ოთახში. კრისმა განაცხადა რომ რიანა არ უნახავს მას მერე რაც მათ შორის უთანხმოება მოხდა და ამის საჭიროებასაც ვერ ხედავს, წამყვანს კვლავ სურდა რამდენიმე კითხვა დაესვა რიანასთან დაკავშირებით, მაგრამ კრისმა არ აცადა და განუცხადა, რომ არ სურდა ამ თემაზე ლაპარაკი, რის შემდეგაც მოუწოდა ხალხს მისი ახალი ალბომის ყიდვა...